რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის მიმართულებით 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს - უკრაინული მედია

02 ნოემბერი 2022, 10:32 501 ნახვა

უკრაინაში ომის 252-ე დღეა. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. 

მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში. რუსული ჯარები უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კრემენჩუკს დაესხნენ თავს.

მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება უკრაინის 9 ოლქს. დაბომბვების შედეგად განადგურებულია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში