თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

02 ნოემბერი 2022, 10:20 499 ნახვა

სტამბოლში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი პარამკლავჭიდში, რომელშიც 54 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა – მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში – უკრაინელი. ამგვარად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში