ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

02 ნოემბერი 2022, 10:19 507 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს, ზღვაში 57 კილომეტრის სიღრმეში ჩამოვარდა. ხოლო მეორე რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ, სამხრეთ კორეაში კი ბირთვული განგაში გამოცხადდა.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში