ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

02 ნოემბერი 2022, 14:45 465 ნახვა

მონებო!  –  ასეთი შეძახილები და  რეაქცია მოჰყვა  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის ვერდიქტს, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება  სამწელიწად ნახევარი.

გვარამია უკანონო პატიმრობაშია და  ეს ფაქტი და დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად უკარგავს ამ ქვეყანას შანსს თავისუფლების მოპოვების გზაზე- მიაჩნიათ ადვოკატებს, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.  იგივეს აპირებს ბრალდების მხარეც.  

სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არც ნიკა გვარამიას  ოჯახი აპირებს.   ,,მთავარი არხის“  თანამშრომლებს ჰქონდათ მოლოდინი,  რომ  სხვაგვარ გადაწყვეტილებას მოსამართლე არ მიიღებდა.         

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო   სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. რაც შეეხება  ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს,  კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში