აგროგამოფენა ბათუმში

02 ნოემბერი 2022, 17:57 938 ნახვა

ორწლიანი კოვიდპანდემიის შემდეგ ბათუმი აგროგამოფენას უმასპინძლებს. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა მეათედ გაიმართება. მისი მიზანია აგროსექტორში ჩართული უცხოური და ადგილობრივი კომპანიების ერთ სივრცეში შეკრება და ურთიერთგამოცდილების გაზიარება. გაეცნობიან ასევე სოფლის მეურნეობაში დანერგილ თანამედორვე ტექნოლოგიებს. საშუალება ექნებათ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მომხმარებელს გააცნო და ადგილზე გაყიდონ კიდეც. გამოფენა მონაწილე კომპანიებს ხელს უწყობს ასევე შეიძინონ ახალი პარტნიორები. ორგანიზატორ კომპანია „ჯეონეტ ექსპო“-ს დაგეგმილი აქვს კონფერენცია და სხვადასხვა სახის მასტერკლასები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში