რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს

02 ნოემბერი 2022, 17:57 453 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.სერგეი შოიგუს უწყებაში განმარტავენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩატარების გამოუყენებლობის შესახებ საჭირო წერილობითი გარანტიების მიღება ოფიციალური კიევისგან შესაძლებელი გახდა.  „რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს ხელშეკრულების შესრულებას“,- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სპიკერი იგორ კონაშენკოვი. მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის განახლებაზე ცნობებს ადასტურებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. თურქეთის ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის თურქ კოლეგას აცნობა, რომ შეთანხმება განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში