სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

03 ნოემბერი 2022, 10:14 787 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

გადაწყვეტილება თბილისის დროით, დაახლოებით, 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, დაირღვა თუ არა გიორგი მამალაძის უფლება სამართლიან სასამართლოზე და ასევე დაირღვა თუ არა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გიორგი მამალაძის ადვოკატმა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში