საქართველოს თასის ფინალში მეოთხე ლიგის გუნდი გავიდა

03 ნოემბერი 2022, 10:20 472 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" გავიდნენ. პირველ ნახევარფინალში "ტორპედომ" "დინამო" თბილისი 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში გასვლა სენსაციურად მოახერხა თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდმა, რომელიც მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

"ლოკომოტივი 2"-მა თასის მოქმედი გამარჯვებული "საბურთალო" პენალტების სერიაში 7-6 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.

2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "ლოკომოტივი 2" ერთმანეთს 7 დეკემბერს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაუპირისპრდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში