ტყის ეროვნული აღრიცხვა

03 ნოემბერი 2022, 10:43 622 ნახვა

ტყის ეროვნული აღრიცხვისა და  ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის, ამერიკის, პოლონეთისა და შვედეთის სატყეო სამსახურების, ასევე, გაეროს სურსათის ორგანიზაციის წარმომადგენლებს  გააცნეს.  

ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს. პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ერთობლივად ახორციელებენ.

უწყების ინფორმაციით, აღრიცხვის მეთოდოლოგია  ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება 2018 წელს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში