გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

03 ნოემბერი 2022, 11:03 442 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას, შექმნილიყო კომისია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობას გამოიძიებდა, მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის მომხრე რუსეთი და ჩინეთი იყვნენ. ათმა არამუდმივმა წევრმა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ჩავარდნის ფაქტზე რუსულმა მხარემ კომენტარი უკვე გააკეთა. გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილის განცხადებით, რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია გაერო-ს გადაწყვეტილებით.

დიმიტრი პოლიანსკის თქმით, მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დასადგენად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში