უკრაინის ომის გამო 14 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა

03 ნოემბერი 2022, 11:04 494 ნახვა

უკრაინის ომის გამო 14 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა  - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დირექტორმა განაცხადა. ფილიპო გრანდის თქმით, ეს ადამიანთა ყველაზე დიდი და სწრაფი გადაადგილებაა ათწლეულების განმავლობაში.

აღნიშნა, რომ ეს „უაზრო ომი უნდა შეწყდეს. გაერო-ს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით საზღვარგარეთ ემიგრაციაში უკვე 7 მილიონზე მეტი უკრაინელი წავიდა.

ფილიპო გრანდის თქმით, სააგენტო ემზადება მოსახლეობის დამატებითი გადაადგილებისთვის როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელები უკრაინელები მზად არიან შეხვდნენ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ზამთარს ურთულეს ვითარებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში