ომის 253-ე დღე

03 ნოემბერი 2022, 10:44 443 ნახვა

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 253-ე დღეა გრძელდება. დნეპროპეტროსვკის ოლქში კრივოი როგის ენერგოსისტემაზე რუსებმა იერიში ირანული ე.წ „კამიკაძე-დრონებით“, „შაჰედ-136“-ით მიიტანეს.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ქალაქის რამდენიმე ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

რუსული ძალები ხერსონის ოლქში მოსახლეობას ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ხერსონში უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო სისტემაზე მიიტანეს იერიში, რომელი სისტემითაც ოკუპანტები მიკოლაევს ბომბავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი კი მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მოქმედებას გამოეხმაურა და მას რუსული შანტაჟი უწოდა, რომელმაც ვერ იმუშავა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისს დაუთმო და რუსეთი ამ კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში