სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის საქმეზე

03 ნოემბერი 2022, 15:00 725 ნახვა

გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - სამი წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

ირკვევა, რომ დეკანოზთან მიმართებაში პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო, ადგილი ჰქონდა მისი უფლების დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძის სარჩელის ავტორი, იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე მოიგო. უფრო მეტ განმარტებებს ადვოკატებისგან ველოდებით, რომლებიც რამდენიმე წუთში პირველ განცხადებას გააკეთებენ. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში