ამხანაგურ მატჩში საქართველო მაროკოს დაუპირისპირდება 

04 ნოემბერი 2022, 10:27 504 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნის მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ 17 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ამხანაგურ მატჩს გამართავს.  მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი 22-ე ადგილზე იმყოფება.

„ჯვაროსნები“ 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბებიან, მომდევნო დღეს კი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრებიან. საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მუნდიალზე F ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ბელგია, კანადა და ხორვატია ეყოლება. აფრიკელები სასტარტო მატჩს 23 ნოემბერს ხორვატებთან გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში