მანდატურისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი - საკონსტიტუციო სარჩელი

04 ნოემბერი 2022, 10:19 462 ნახვა

‘’ირაკლი  მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ – საქმეზე  საკონსტიტუციო სასამართლოში  განმწესრიგებელი სხდომა  გაიმართა. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურია, სადავო ნორმა კი მანდატურისთვის დაწესებული  ასაკობრივი ზღვარი. 

მოქმედი  კანონმდებლობით, 50 წლის ასაკის მიღწევა საკონსტიტუციო სასამართლოს  მანდატურის სამსახურიდან დათხოვნის  საფუძველია,  რასაც  მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციულ ნორმად  მიიჩნევს.

საერთო სასამართლოების მანდატურის ასაკთან  დაკავშირებით,  მსგავსი ნორმა  არაკონსტიტუციურად საკონტიტუციო სასამართლომ  ერთხელ უკვე მიიჩნია.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში