პირადობის ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით

04 ნოემბერი 2022, 10:59 528 ნახვა

პირადობის  ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული მოწმობა საშეღავათო პირობებით გაიცემა თუკი მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე   მოქალაქე წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დოკუმენტს. 

ამ  შემთხვევაში მოწმობის საფასური 60 ლარის ნაცვლად 30 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში