ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დაასრულეს

04 ნოემბერი 2022, 15:37 755 ნახვა

ბაქოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უშედეგოდ დაიწყო. შეჯიბრის პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა, ორივე მათგანი მერვედფინალში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულეს.

66კგ. წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილმა მეორე წრიდან დაიწყო მონაწილეობა და ესტონელ ოსკარ პერტელსონს სძლია, მაგრამ შემდეგ ყაზახ გუსმან ყირგიზბაეივთან წააგო. 

ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ბაჰრეინელ რამაზან კოდჟაკოვს მოუგო, თუმცა შემდეგ აზერბაიჯანელ კამრან სულეიმანოვთან მარცხი განიცადა და ისიც ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს.

ხვალ კი ტატამზე 4 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გამოვა. 81 კგ-ში: გიორგი შერაზადიშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იჭიდავაბენ, ხოლო ქალებში ნინო გულბანი იასპარეზებს. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში