ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე ბაქოს გრანდ სლემზე 

05 ნოემბერი 2022, 10:19 557 ნახვა

ბაქოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უშედეგოდ დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორი ქართველი გიორგი თუთაშვილი და ვაჟა მარგველაშვილმა გავიდნენ ორივე მათგანი მერვედფინალში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

დღეს ტატამზე ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გამოვა.

81 კგ-ში: გიორგი შერაზადიშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იჭიდავებენ, ხოლო ქალებში ნინო გულბანი იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში