ჯეიკ სალივანმა უკრაინას „ურყევი“ მახარდაჭერა დაუდასტურა

05 ნოემბერი 2022, 10:20 434 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიევში იმყოფებოდა. შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან.

სალივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატები მზადაა უკრაინას ხერსონის გასათავისუფლებლად  საჭირო დახმარება მიაწოდოს. მან დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც დრონებს, ტანკებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში