ომის 255-ე დღე

05 ნოემბერი 2022, 10:32 434 ნახვა

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 255-ე დღეა გრძელდება. გვიან რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ენერგოდარიდან დნეპროპეტროვსკის სამ თემს ცეცხლი გაუხსნეს. დნეპროპეტროვსკის სამხარეო პოლიციის განყოფილების უფროსის განცხადებით, ნიკოპოლში მტერმა 40 ჭურვი ჩამოაგდო.

ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით დაზიანებულია ათობით მრავალსართულიანი და კერძო სახლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთი ასევე განაგრძობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი რუსეთის არმია, ირანული უპილოტო „შაჰედ 136“-ის გამოყენების გამო, „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ დაადანაშაულა. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის ფრონტზე, ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე, რუსული ძალების საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, დაპირისპირების ხაზზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში