ISW - ვლადიმერ პუტინი, ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად პირობებს ქმნის

05 ნოემბერი 2022, 14:16 454 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ქმნის პირობებს ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ იყო საკმარისი უკრაინაში პუტინის მიზნების მისაღწევად.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ პუტინის განცხადებები, წარმატებული და დასრულებული მობილიზაციის შესახებ არ შეესაბამება მისი 4 ნოემბრის განკარგულებას, რომელიც რუს ჩინოვნიკებს საშუალებას აძლევს, მობილიზაცია გაუწიონ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ნასამართლევი, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში