საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

05 ნოემბერი 2022, 20:04 1403 ნახვა

ბათუმში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ყოფილმა პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, რომელიც ფედერაციას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის გამოც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

ყრილობას, რომელიც ბათუმში ჩატარდა, 70-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათი გადაწყვეტილებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას მამუკა ყურაშვილი უხელმძღვანელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში