ლაშა შავდათუაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

05 ნოემბერი 2022, 17:56 665 ნახვა

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

მეორე საჭიდაო დღეს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილუ  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლაშამ  ესპანელ სალვადორ კასეს როკას შეხვდა. შავდათუაშვილმა მე-3 წუთზე შეხვედრა იპონით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, მესამე საჭიდაო დღეს ბაქოში ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გავლენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში