"კვარა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მის გარეშეც შესაძლებელია მოგება" - ლუჩანო სპალეტი

06 ნოემბერი 2022, 11:15 1765 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტა" 1-2 დაამარცხა.  ამ მატჩში  ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო არ ყოფილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვიჩამ ტრამვა არნოლდის შეჯახების შემდეგ მიიღო და მისი თამაში არ გარისკეს. შეკითხვები იყო ხვიჩას დანაკლისზეც, რაზეც სპალეტიმ განაცხადა, რომ ისინი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არიან.

"კვარას გარეშეც შესაძლებელია მოგება. თანაგუნდელებს არ უხარიათ ამ ამბის მოსმენა, თორემ ვიღაც იკითხავს - თუ ერთ მოთამაშეზე ვართ დამოკიდებული, მოედანზე მე რა უნდა გავაკეთო? კვარა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ დღეს კვარა არ იყო, როგორც მანამდე დიდი ხანი ოსიმენი არ გვყავდა, მაგრამ მაშინაც კარგად ვთამაშობდით. საკმარისია ასეთი შეკითხვები კვარაცხელიაზე“, - განაცხადა სპალეტიმ.

ამ დროისთვის "ნაპოლი" გათამაშებას 35 ქულით ლიდერობს და უახლეს კონკურენტ "მილანს" 6 ქულით უსწრებს.

მომდევნო ტურში "ნაპოლი"  შინ 8 ნოემბერს "ემპოლის" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში