შერეულ ორთაბრძოლებში 10 ბრძოლიდან ათივე ქართველებმა მოიგეს 

06 ნოემბერი 2022, 10:20 684 ნახვა

ორთვიანი პაუზის შემდეგ „ჯი-ეფ-სი 10 ბრძოლით დაბრუნდა. წლის მეხუთე ღონისძიებაზე 13-მა ქართველმა იასპარეზა. ქართველების გარდა, ოქტაგონზე  აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი, ირანელი და ბრაზილიელი სპორტსმენები გავიდნენ. 10 დაპირისპირებიდან 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე გაიმართა, ხოლო 4 - მეინ ქარდზე, აქედან 1-ი  ქამარზე.

როგორც ანდერ, ისე მეინ ქარდზე ყველა ბრძოლა ქართველმა მოიგო. რაულ თუთარაულმა კი მსუბუქი წონის ქამარი ბრაზილიელთან ჩხუბში დაიცვა. ბათუმის საბრძოლო აკადემიის წევრმა გოჩა შაინიძემ ჯი-ეფ-სი 17-ზე სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და თურქი პირველივე რაუნდში დაამარცხა.

ბათუმში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, შაინიძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოგება საოცარი ფორმით მოახერხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში