პუტინის ომის 256-ე დღე

06 ნოემბერი 2022, 11:20 545 ნახვა

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 256-ე დღეს რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო იერიშებს განაგრძობენ. 

ოკუპანტებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები. დაზიანდა „კერძო სახლები, მანქანები და გაზსადენები“. უშუალოდ  ნიკოპოლში კი ჭურვები „დაეცა რამდენიმე სახლს - დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები“. 

ამასთან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსები თავდაცვის ხაზებს აწყობენ, მარცხენაზე კი სანაპირო ზოლს ნაღმავენ და მოსახლეობა გაჰყავთ.

სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები, ოკუპანტების ლოჯისტიკურ ცენტრებზე და ტექნიკის თავმოყრის ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში დარტყმებს ახორციელებდნენ. მათვე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ "ანტონოვის" ხიდის გასწვრივ მოწყობილი ალტერნატიული გადასასვლელი დაბომბეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში