"დინამო" თბილისმა "ლოკომოტივი" დაამარცხა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა

06 ნოემბერი 2022, 16:20 817 ნახვა

ერთდღიანი პაუზის შემდეგ "დინამო" თბილისი  ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა. 33-ე ტურში "დინამო" გასვლაზე საგურამოში "ლოკომოტივს" ესტუმრა და 0-2 დაამარცხა.

მე-6 წუთზე ანგარიში კამარას გადაცემის შემდეგ მექვაბიშვილმა გახსნა.

79-ე წუთზე კი სიგუამ ოდიშარიას გაატანინა და საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.

33 ტურის შემდეგ პირველ პოზიციაზე  75 ქულით სწორედ "დინამო" თბილისი არის. მეორე ადგილს 73 ქულით "დინამო" ბათუმი იკავებს, ხოლო მესამე  პოზიციაზე 53 ქულით წყალტუბოს "სამგურალია".

მომდევნო ტურში "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე 12 ნოემბერს "სამგურალს" უმასპინძლებს , ხოლო "დინამო" თბილისი 10 ნოემბერს შინ "თელავს" დაუხვდება.

ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში