უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

07 ნოემბერი 2022, 10:03 700 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები იმყოფებოდნენ.

ცხედარი ამ დროისთვის მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება.

38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში