ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან

07 ნოემბერი 2022, 11:18 552 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდება.

„ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, ომის შედეგებზე პასუხი რუსეთთან ერთად უნდა აგოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში