საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

07 ნოემბერი 2022, 10:59 820 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ადვოკატ ლაშა  ჯანიბეგაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა  პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებულ ის კანონი,  რომლითაც  მოსარჩელის განმარტებით, არსებული ნორმა ადვოკატს აიძულებს  იყოს ასოციაციის წევრი, რაც ადვოკატის განცხადებით,  ლახავს მეწარმეობის თავისუფლებას. სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტები არ გაიზიარა  და გადაწყვეტილებაში  განმარტა, რომ ადვოკატის ფუნქციები  არ შეიძლება გაუტოლდეს  მეწარმეობას.

ამასთან  სასამართლომ აღნიშნა, რომ  ასოციაციის სავალდებულო წევრობა  არათუ ზღუდავს  კონსტიტუციით დაცულ  ადვოკატთა  თვითორგანიზების უფლებას,  არამედ, პირიქით,  იგი ხელს უწყობს  მის პრაქტიკაში  რეალიზაციას.

ამის გარდა, ლაშა ჯანიბეგაშვილი  მიიჩნევდა, რომ   არსებული  ნორმები  ასოციაციას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს, რაზეც  სასამართლომ მიუთითა, რომ  ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა შეუძლებელია მიჩნეული იქნეს  სამეწარმეო საქმიანობის მონოპოლიად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში