საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ერთ კვირაში ეყოლება

07 ნოემბერი 2022, 12:01 640 ნახვა

ამ წუთებში აჭარის ტელევიზიისა დ რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა იწყება, რომელზეც მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის გადარჩევა მიმდინარეობს.

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ვინ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვინ ჩაერთვება კონკურსში. 

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც პირველი კონკურსის შემთხვევაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში