საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს 5 კანდიდატს შორის შეარჩევენ

07 ნოემბერი 2022, 15:01 907 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებს კენჭს პარასკევს უყრიან.  მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.  განმეორებით კონკურსში მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე,  რომლის დოკუმენტაციაც  პირველ არჩევნებზე დახარვეზდა.  

რიგით მეორე კონკურსში,  მეორედ მონაწილეობენ  დავით ჩხარტიშვილი,  აკაკი ბერიძე, ვლადიმერ ტატიშვილი და ირაკლი გიორგაძე.    კანდიდატებთან გასაუბრება 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.

11 ნოემბერსვე, საღამოს ექვს საათზე დანიშნულია მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც   გაიმართება კენჭისყრა დირექტორის ასარჩევად. მანამდე დირექტორობის კანდიდატებს შორის აჭარის ტელევიზიის ეთერით გაიმართება დებატები. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე განმეორებით კონკურსში განცხადება არ შეიტანა  მოქმედმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში