ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ''ნაპოლი'' ფრანკფურტის ''აინტრახტრახს'' დაუპირისპირდება

07 ნოემბერი 2022, 15:35 1480 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილია ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი.

ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' მერვედფინალში ფრანკფურტის ''აინტრახტს'' დაუპირისპირდება.

სხვა წყვილები:

  • ბრიუგე - ბენფიკა;
  • ლივერპული - რეალი;
  • ინტერი - პორტუ;
  • ლაიპციგი - მანჩესტერ სიტი;
  • დორტმუნდი - ჩელსი;
  • პარი სენ-ჟერმენი - ბაიერნი;
  • მილანი - ტოტენჰემი.

მერვედფინალის პირველი მატჩები 14/15 და 21/22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7/8 და 14/15 მარტს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალი კი 10 ივნისს, სტამბოლში,
"ათათურქის" სტადიონზე ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში