პროკურატურის გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად

07 ნოემბერი 2022, 14:02 623 ნახვა

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საფუძველი კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. 

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა. საუბარია პოლიციელების   მხრიდან ძალადობას მოქალაქეებზე  და ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებზე.    

სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების  მიზნით განმეორებითი გამოძიების ვალდებულება აიღო. საქმე ეხება 8 წლის წინ მომხდარ ფაქტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში