ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია - ვოლოდიმირ ზელენსკი

08 ნოემბერი 2022, 10:14 489 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი კვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ესკალაციას, მსოფლიოსგან უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდება მოჰყვა პასუხად.

ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ, ამ დახმარებას უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდეს. 

ზელენსკიმ რუს სამხედროებს რუსულად მიმართა და მათ პროტესტის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდა. სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთ ვარიანტად ის რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში