ვლადიმერ პუტინი - მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე ქვედანაყოფში იბრძვის

08 ნოემბერი 2022, 11:06 541 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე ქვედანაყოფში იბრძვის, 80 ათასამდე კი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება.

ტვერის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დანარჩენი მობილიზებულები პოლიგონებზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა, 31 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დასრულების შესახებ განაცხადა. მათივე ინფორმაციით 300 ათასი ადამიანია მობილიზებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში