8 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა

08 ნოემბერი 2022, 17:37 595 ნახვა

 2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენები. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს. როგორც სტუდენტები და ლექტორები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა. აქციის მონაწილეები და თვითმხილველები უკვე 15 წელია იმაზე საუბრობენ, რომ ყველა დაიკითხა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დაწყებულა და არც არავინ დასჯილა, ამბობენ, რომ პირიქით, ინციდენტის ორგანიზატორი პირები დასჯის ნაცვლად დაწინაურდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში