კეთილმოწყობითი სამუშაოები ბათუმში

08 ნოემბერი 2022, 17:38 796 ნახვა

ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელ აკაკი ბერიძესთან ერთად აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დეკორატიული ფილები და ბორდიურები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 185 ათას 400 ლარს აღემატება. მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში 25 სკვერი მოეწყობა, რისთვისაც 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში