საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რეიკიავიკშია და ისლანდიასთან მატჩისთვის ემზადება

09 ნოემბერი 2022, 14:16 501 ნახვა

რეიკიავიკში ისლანდიასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუბ “დრეიდაბლიკის” დარბაზში ივარჯიშა. ვარჯიშს მოთელვითი და აღდგენითი ერქვა, მაგრამ ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკურ მონახაზზე და კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა.

დღეს ჩვენი ნაკრები ორ ვარჯიშს გამართავს. რეიკიავიკში მყოფი 13-ვე კალათბურთელი მწყობრშია. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია ხვალ შეუერთდება, ვინაიდან დღეს ნაკრების კაპიტანი  ევროლიგაზე  თამაშობს.  საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს, თბილისის დრიოით 23:30 საათზე გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში ისლანდია საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტია და მასთან გამარჯვება ზუროსის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში