აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავს

09 ნოემბერი 2022, 15:19 604 ნახვა

რეგიონის  პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2022“ უწყების მენეჯმენტი წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება - ამის შესახებ ინფორმაციიას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავენ,  "Bloomberg"-ის, "Euronews"-ის, "BBC"-ის, "Conde Nast Traveler"-ის, "Wanderlust"-ის, "Lonely Planet"-ის და სხვა გავლენიან გამოცემებთან.

"წელს, პირველად გარდა საქართველოს სტენდისა, ლონდონის ტურისტული გამოფენის ათასობით მონაწილესა და ვიზიტორს საშუალება აქვთ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 2022 წლის წიგნში გაეცნონ, სადაც აჭარის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუა გამოქვეყნებული.  „WTM Yearbook 2022“ არის გამოცემა, რომელშიც  ტურიზმის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან  მკითხველს უზიარებენ სიახლეებს, ახალ გადაწყვეტილებებსა და ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციებს.

„გასაკვირი არაა, რომ "შავი ზღვის მარგალიტი"  ბათუმი, როგორც  უძველესი ისტორიის, გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის, გასაოცარი არქიტექტურის, უნიკალური გასტრონომიისა და შავი ზღვის ულამაზესი პლაჟების გასაოცარი სინთეზის ქალაქი, 2022 წლის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემოანიაზე ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“. - წერია ლონდონის ტურისტული გამოფენის 2022 წლის წიგნში, რომელიც ტურიზმისა და ბიზნესის მთავარ მოთამაშეებს მიეწოდება. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა 43-ე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმართმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენას საშუალოდ
51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და მასზე 5000-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდა, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში