სადიო მანე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს

09 ნოემბერი 2022, 15:08 1753 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთი ვარსკვლავი დააკლდება. მიუნხენის "ბაიერნისა" და სენეგალის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი სადიო მანე კატარის მუნდიალზე ვერ იასპარეზებს.

მანემ ტრავმა, გუშინ ბრემენის "ვერდერთან" მატჩის დროს მიიღო და ის შეხვედრის მე-20 წუთზე შეცვალეს. უცხოური მედიის ინფორმაცით, კი მანეს დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და მინდორს დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება.

სენეგალი მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში კატართან, ეკვადორთან და ნიდერლანდებთან ერთად ითამაშებს. 

ტრავმის გამო მუნდუალზე ასევე  ვერ ვნახავთ ფელიპე კოუტინიოს (ბრაზილია), პოლ პოგბას, ნ’გოლო კანტეს (ორივე საფრანგეთი), დიოგო ჟოტას (პორტუგალია) და ტიმო ვერნერს (გერმანია).

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურის შეხვედრას 21 ნოემბერს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში