15 ნოემბრამდე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი პირისთვის უფასოა - ჯანდაცვის მინისტრი

09 ნოემბერი 2022, 17:02 580 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გრიპის წინააღმდეგ აცრა 15 ნოემბრამდე ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა.

მისივე განმარტებით, მსურველებს ოთხკომპონენტიანი აცრის გაკეთება შეუძლია.

"გრიპის ვაქცინაციას რაც შეეხება, აქამდე თუ ის განსაზღვრული იყო კონკრეტული რისკჯგუფებისთვის, ახლა, 15 ნოემბრამდე ნებისმიერი პირისთვის ეს აცრა უფასოა. კონკრეტული ციფრები არ მგონია საინტერესო იყოს, ჩვენ გვაქვს იმდენი ვაქცინა, რამდენის საჭიროება და მოთხოვნაც იქნება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიდის ვაქცინაცია, ასობით სხვადასხვა პუნქტია ქვეყნის მასშტაბით და მსურველებს შეუძლიათ გაიკეთონ ის ოთხკომპონენტიანი აცრა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში