შუახევი ქართულ ჭიდაობაში აჭარის აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს

09 ნოემბერი 2022, 18:21 914 ნახვა

12 ნოემბერს, შუახევის სასპორტო სკოლაში ტარდება ფედერაციის სპორტული წლის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და შემაჯამებელი ასპარეზობა - აჭარის 2022 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ფალავნობის მსაჯთა ბრიგადაში საგანგებოდ არიან მოწვეული ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრები - ეროვნული კატეგორიის მსაჯები კობა ქომეთიანი და მამუკა მელიქიშვილი. შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი ასაკის საუკეთესო ფალავნებს ტურნირი 12 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში