საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

10 ნოემბერი 2022, 10:06 869 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია . მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა სიაში 25 ფეხბურთელი შეიყვანა და მწვრთნელს კიდევ ერთის დამატების უფლება აქვს.

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (რენი)

მცველები: ლუკა ერნანდესი (ბაიერნი), თეო ერნანდესი (მილანი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), რაფაელ ვარანი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), მატეო გენდუზი (მარსელი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), ჟორდან ვერეტუ (მარსელი).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე (ბარსელონა), ოლივიე ჟირუ (მილანი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი).

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები 22 ნოემბერს ავსტრალიას,26-ში დანიას, ხოლო 30-ში ტუნისს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში