მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს - ზელენსკი

10 ნოემბერი 2022, 10:23 525 ნახვა

მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართებათ, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას.

ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი.

პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ნელ-ნელა მიიწევენ წინ სამხრეთით და პოზიციებს იმაგრებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში