პარაძიუდოისტების სამი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

10 ნოემბერი 2022, 10:13 544 ნახვა

ბაქოში მიმდინარე პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს ინა ქალდანი დაეუფლა, ზვიად გოგოჭურმა ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, თუმცა ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ჩვენი ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია. შეგახსენებთ, რომ პირველი მედალი გუნდს ზურაბ ზურაბიანმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დღეს გუნდური შეჯიბრებით დაასრულებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში