სამხრეთში უკრაინული ძალები თანდათან წინ მიიწევენ - ზელენსკი

10 ნოემბერი 2022, 10:56 542 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში უმძიმესი ბრძოლებია და სამხრეთში უკრაინული ძალები თანდათანობით წინ მიიწევენ.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ საინფორმაციო სივრცეში დიდი სიხარული გასაგებია, მაგრამ ომის დროს საჭიროა ემოციების შეკავება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როცა საკუთარი შედეგები ექნებათ ქვეყნის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და სხვაგან, ამას აუცილებლად ყველა დაინახავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, რომ არავინ არსაიდან ისე არ მიდის, თუ ძალას არ გრძნობს, მტერი უკრაინას არ უკეთებს საჩუქრებს და კეთილი ნების ჟესტებს და ამ ყველაფრისთვის იბრძვიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში