,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება-გადამზადების“ ქვეპროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოვება

10 ნოემბერი 2022, 11:06 1043 ნახვა

,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღა’’-ში კურსდამთავრებულების ოფიციალური დაჯილდოვება გაიმართა.

პროექტი აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც სტუდენტების დასაქმებას გულისხმობს. სწავლების პერიოდში, სტუდენტებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსები იმიტირებულ და რეალურ სამუშაო გარემოში.

როგორც აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, წელს დასაქმებული კურსდამთავრებულების რაოდენობა 77-% შეადგენს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში