გასაუბრება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან 

10 ნოემბერი 2022, 14:49 585 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები დირექტორობის კანდიდატებს უსმენენ.

ამ წუთებში  ისინი მაუწყებელთან დაკავშირებით დირექტორობის კანდიდატის ირაკლი გიორგაძის ხედვას ეცნობიან. მანამ კი მოისმინეს ვლადიმერ ტატიშვილის გეგმა, როგორ ხედავს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალს და რას გააკეთებს მაუწყებლის განვითარებისთვის. 

მრჩეველთა საბჭოს წევრები დღეს კიდევ ერთ კანდიდატს გაესაუბრებიან. საბოლოო არჩევანს კი ხვალ გააკეთებენ, მას შემდეგ, რაც  დირექტორობის ყველა მსურველი გააცნობს მათ საკუთარ გეგმას. სულ ხუთი კანდიდატია რეგისტრირებული.

ამჯერად კონკურსში არ მონაწილეობს მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე. მან კანდიდატურა ჯერ კიდევ პირველი კონკურსის დროს მოხსნა, რომელზეც ახალი დირექტორი ვერ აირჩიეს.

დირექტორობის კონკურსი მეორედ ტარდება, მოქმედ დირექტორს ვადა ეწურება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში