გასაუბრება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან

10 ნოემბერი 2022, 19:17 1134 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა  დღეს დირექტორობის   სამ კანდიდატს მოუსმინეს. დარჩენილია ორი, რომელთა ხედვასაც ისინი უკვე ხვალ გაეცნობიან და ხვალვე დღის 18 საათზე იქნება კენჭისყრა, რომელზეც  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს აირჩევენ. სულ რეგისტრირებულია ხუთი კანდიდატი, სამი მათგანი უკვე მონაწილეობდა წინა კონკურსში, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ამჯერად მათ ჰყავთ ფავორიტები და შესაბამისად აქვთ არჩევანიც.  დღეს მრჩევლებმა მაუწყებლის  სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით  მოისმინეს დირექტორობის სამი კანდიდატის ვლადიმერ ტატიშვილის, ირაკლი გიორგაძისა და აკაკი ბერიძის გეგმები. ხვალ ისინი მოუსმენენ  ირინა ფუტკარაძესა და დავით ჩხარტიშვილს. დირექტორობის კანდიდატებს  კონკურსში გასამარჯვებლად მრჩეველთა საბჭოს  უმრავლესობის ანუ სამი წევრის მხარდაჭერა ჭირდება. ახალი დირექტორი არჩევის შეთხვევაში მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგება. მოქმედი დირექტორი - გიორგი კოხრეიძე კი კონკურსში არ მონაწილეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში